ჩვენს შესახებ

წიკლაურთა საგვარეულო ერთობა

 

გვიყვარს უფალი, სამშობლო, წიკლაურები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

         წიკლაურთა საგვარეულო ერთობა დაილოცა პატრიარქის მიერ 2010 წლის 23 მაისს. ხატმწერი მამუკა გელაშვილის მიერ დაიწერა ხატი, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. 2012 წლის 23 იანვარს დაფუძნდა წიკლაურთა საგვარეულო ერთობა. მოგვენიჭა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი რეგისტრაციის ნომრით #404926586.

         წიკლაურთა საგვარეულო ერთობის მიზანია ერთობლივი სიკეთის კეთების გზით, საქართველოში სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის გაღრმავება.
ამისთვის საგვარეულო ერთობა ახორციელებს შემდეგ პროექტებს.

  1. “ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის გადაბრძანება”
  2. “დავეხმაროთ ერთმანეთს”
  3. “კინო და თეატრი ბავშვებისთვის”
  4. “თავისუფალი დარბაზი ხელოვანს”
  5. “დარგე ხე წიკლაურებთან ერთად”
  6. “ბავშვები გასართობ ცენტრში”
  7. “მოაწესრიგე სალოცავი  წიკლაურებთან  ერთად”

საგვარეულო ერთობა სთავაზობს:

1) საგვარეულო ხატის მიბრძანების მსურველებს, ხატის მიბრძანების ორგანიზებას. 

2) დახმარების მსურველ ოჯახებს:

  • საგვარეულო ერთობის საქველმოქმედო ანგარიშის ნომერს.
  • საქველმოქმედო ტელეფონის ნომერს (1 ზარი 1 ლარი) მაგთის, ჯეოსელის და  ბილაინის სატელეფონო ქსელიდან განხორციელებული ზარებისთვის  (0901 901 978) .
  • ინფორმაციის განთავსებას წიკლაურთა საგვარეულო ერთობის facebook გვერდზე და ბლოგზე.
  • არსებული წიკლაურების ტელეფონის ნომრებზე SMS შეტყობინებების გადაგზავნას.
  • ქველმოქმედებისთვის საჭირო ტრანსპორტის გამოყოფას.

3) ხელოვან პირებს:

  •  საგამოფენო დარბაზის დაქირავებას.
  • პოეზიის საღამოს მოწყობის ორგანიზებას
  • შემოქმედებითი საღამოების მოწყობის ორგანიზებას.

4) სხვა დაინტერესებულ პირებს.

  •  სიკეთის კეთებაში ურთიერთ თანადგომას.
  • საკუთრებაში არსებული ბიზნესებისთვის ბანერის დამზადებას და ბლოგზე განთავსებას.
  • სალოცავებში წასვლის ორგანიზებას.
  • წარმატებული წიკლაურების PR-ს facebook გვერდის საშუალებით.
  • სუბდომენს www.*****.tsiklauri.ge ზე და ვებ გვერდის განსათავსებელ სივრცეს (hosting-ს).

   და სხვა.

წიკლაურთა საგვარეულო ერთობა
ჩვენ, ერთად ვქმნით სიყვარულს!

Create your website at WordPress.com
Get started